05 მაისი 2024,   03:50
ვრცლად
ტუნისში ეკონომიკური კრიზისის გამო საპროტესტო გამოსვლები იმართება

ტუნისში პოლიციასთან შეტაკებები გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ქალაქში ეკონომიკური კრიზისის გამო საპროტესტო გამოსვლები იმართება.

მომიტინგეები რეფორმების გატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა საბურავები და ნაგვის ურნები დაწვეს.

მათმა ნაწილმა პოლიციას ქვები დაუშინა. ტუნისის დედაქალაქში დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დაკავებულია 600-ზე მეტი პირი. საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესთი ინთერნეიშენალი" სამართალდამცველების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებას გმობს და ტუნისის ხელისუფლებას დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები