05 მაისი 2024,   10:11
ვრცლად
კალიფორნიის შტატში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა

კალიფორნიის შტატში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა. გადატვირთულია საავადმყოფოები. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კორონავირუსის გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას არ აპირებს.

გასულ კვირაში მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბრიტანეთში დაფიქსირდა. COVID-19-ის ე.წ ბრიტანული შტამი დადასტურდა ჩეხეთსა და იაპონიაში.

მონაცემები მზარდია გერმანიაში, სადაც შესაძლოა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდეს. გასულ დღე-ღამეში ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დადასტურდა პორტუგალიაში. ჩინეთში კი ზედიზედ მეშვიდე დღეა ახალი შემთხვევების რიცხვი ასს აჭარბებს.

მონაცემების მატების გამო ე.წ კომენდანტის საათის ორი კვირით დაწესება იგეგმება კოლუმბიის დედაქალაქში. ავსტრიის კანცლერის გადაწყვეტილებით კი ქვეყნის მასშტაბით კონკრეტული ტიპის პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო ობიექტებში 25 იანვრიდან სავალდებულო გახდება.  

დღის ამბები