22 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
რესტორნების ასოციაცია აცხადებს, რომ თუ სახელმწიფომ ბიზნეს საფუძვლიანად არ მიხედა ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება

პანდემიის პერიოდში სარესტორნო ბიზნესისადმი სახელმწიფოს მხრიდან მეტ ყურადღებას ითხოვენ რესტორატორები. მათი თქმით, ქვეყანაში მხოლოდ ეპიდვითარების დარეგულირება საკმარისი არ არის და თუ ბიზნესს სახელმწიფომ საფუძვლიანად არ მიხედა - ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება.

რესტორატორები ამბობენ, რომ პანდემიამ 250 000-მდე ადამიანის შემოსავალზე მნიშვნელოვანი გავლენა უკვე მოახდინა და თვლიან, რომ მთავრობას ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმა გაწერილი უნდა ჰქონდეს.

"მხოლოდ ეპიდემიის გამოსწორებით ვერ გადარჩება ქვეყანა თუ ეკონომიკა არ ამუშავდება. გამოწვეული არის 250 000-მდე სამუშაო ადგილების დაკარგვა, სფეროს ბოლომდე ჩამოქცევა. აქედან გამომდინარე 15-მდე ასოციაცია, რომელიც ვიკრიბებით და საერთო მესიჯის გაჟღერება გვსურს იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემა არ არის მარტო ერთი სფეროში, უნდა მოხდეს ბიზნესის აუცილებლად აჩქარებულ რეჟიმში მუშაობა, რომ გადარჩეს არა მარტო ბიზნესის რომელიმე სფერო, არამედ აქ საუბარი არის გადარჩეს უშუალოდ სახელმწიფო," - აცხადებს საქართველოს რესტორნების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე.

ასოციაციების წარმომადგენლები საკუთარ მოსაზრებებზე დეტალურად საუბარს დღევანდელ ბრიფინგზე აპირებენ.

რა გაიხსნება და რა არა 1 თებერვლიდან - საკოორდინაციო საბჭოს გეგმა დღეს უკვე მზად უნდა ქონდეს. ამ ეტაპზე მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება გათვალისწინებულია მხოლოდ სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობებისთვის.

დღის ამბები