21 დეკემბერი 2024,   17:59
ვრცლად
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - 100-ზე მეტი ქონების მითვისებაში 6 პირია მხილებული

თაღლითობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 6-მა პირმა - მათ შორის საქართველოს მოქალაქემ მუღლის პროვინციაში მცხოვრები 84 წლის მამაკაცის საკუთრებაში არსებული ქონება მიითვისა. საუბარია საერთო ჯამში 100-ზე მეტ ერთეულ უძრავ ქონებაზე.

გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მოხუცს მეხსიერების პრობლემა ჰქონდა. დაკავებულების ნაწილი ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს. სამი პირის, მათ შორის საქართველოს მოქალაქე ლ.კ.-ს საქმე კი სასამართლოს გადაეცემა.

დღის ამბები