05 მაისი 2024,   02:11
ვრცლად
კადიროვი ირწმუნება, რომ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მოქმედი უკანასკნელი 6 კაციანი სეპარატისტული დაჯგუფება განადგურებულია

რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ განადგურებულია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უკანასკნელი 6 კაციანი სეპარატისტული დაჯგუფება.

მოკლეს 46 წლის ასლან ბიუტუკაევი, რომელიც ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის თანამებრძოლი იყო. რამზან კადიროვის მტკიცებით, გროზნოდან 30 კილომეტრში მიმდინარე სპეცოპერაციას თავად ხელმძღვანელობდა.

ბიუტუკაევის დაკავება კადიროვის სამხედრო ძალებმა აქამდე ორჯერ სცადეს, თუმცა მან ორივეჯერ გაქცევა მოახერხა.


დღის ამბები