05 მაისი 2024,   04:17
ვრცლად
ჯო ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპმა გულუხვი წერილი დაუტოვა, თუმცა მის შინაარსს ახალი პრეზიდენტი არ ასაჯაროებს 

ამერიკის შეერთებული შტატები ახალი, 46-ე პრეზიდენტის არჩევას ზეიმობს. ჯო ბაიდენის ინაუგურაციას მასშტაბური 90 წუთიანი ღონიძიებები მოჰყვა, რასაც ლეგენდარული მსახიობები უძღვებოდნენ და მასში არაერთი ამერიკელი ვარსკვლავი მონაწილეობდა.

ლინკოლნის მემორიალთან მიმდინარე ღონისძიებაზე 78 წლის ჯო ბაიდენმა ამერიკელებს სიტყვით მიმართა და ერთიანობისკენ მოუწოდა.

46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თვალს ადევნებდნენ როგორც დონალდ ტრამპის, ასევე ჯო ბაიდენის მხარდამჭერები. ისინი აცხადებდნენ, რომ ახლა მთავარი ამერიკელების ერთიანობაა.

ინაუგურაციის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გადაინაცვლა. ჯო ბაიდენი ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა მას "გულუხვი წერილი" დაუტოვა, რომლის შინაარსი არ გაასაჯაროვა. 

 

დღის ამბები