05 მაისი 2024,   00:57
ვრცლად
მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება - ქვეყნების უმრავლესობა რეგულაციების შემსუბუქებას არ ჩქარობს

მსოფლიოში COVID -19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. ბოლო 24 საათში პანდემიას 18 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირების ახალამ შემთხვევებმა კი 700 ათასი შეადგინა.

ყველაზე მძიმეა ვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და ბრაზილიაში.

ქვეყნების უმრავლესობა რეგულაციების შემსუბუქებას არ ჩქარობს და ლოკდაუნს აანონსებს. ნიდერლანდებმა, გერმანიამ და ისრაელმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მკაცრი შეზღუდვები გახანგრძლივდება, დაჩქარდება ვაქცინაციის პროცესი, რათა მძიმე პანდემიურ და ეკონომიკურ კრიზისს ქვეყნებმა თავი დროულად დააღწიონ.

დღის ამბები