02 მაისი 2024,   15:17
ვრცლად
დაკავებულია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი, რომელსაც ავსტრალიის ხელისუფლება 10 წელი ეძებდა

დაკავებულია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი. ეთნიკურად ჩინელ კანადის მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა ავსტრალიას ჰქონდა გამოცხადებული.

ნარკოკარტელი აზია-წყნარი ოკეანის ბაზარს ფარავს. პოლიციის ინფორმაციით, "სამ გორ სინდიკატი" პასუხისმგებელია ქვეყანაში შემავალი ნარკოტიკების 70 პროცენტზე.

ავსტრალიის ხელისუფლება დაკავებულს ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა. დაკავების ოპერაცია ამსტერდამის აეროპორტში ჩატარდა.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ნარკოკარტელის შემოსავალი მხოლოდ მეტამფეტამინის გაყიდვიდან 17 მილიარდ დოლარს აღწევდა.

დღის ამბები