16 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
ეს იყო ძალადობრივი აქცია, რაც უმძიმესია და არავის არ უნდა ეპატიოს კანონს მიღმა გადადგმული ნაბიჯი - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე გუშინდელ აქციას, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაიმართა და სადაც დემონსტრანტები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებდნენ, ძალადობრივს უწოდებს.

კალაძე აქცენტს აკეთებს ოპოზიციის წარმომადგენლებზე რომლებმაც, მისი თქმით, ძალადობრივი ქმედებები წააქეზეს.

"მათი მხრიდან იყო მოწოდებები, რომ მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება მომხდარიყო. ეს ყოველთვის ასე ხდებოდა, თუ გავიხსენებთ წინა აქციებს - მიზანმიმართულად აქეზებდნენ ადამიანებს და შემდეგ შეატოვებდნენ ხოლმე პოლიციას პირისპირ, თვითონ კი გაიპარებოდნენ, მშვიდად ეძინათ სახლში. ეს არის სამწუხარო რეალობა.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ გუშინ ჩვენ ვიხილეთ ძალიან მძიმე, ძალადობრივი ფაქტები. ეს იყო ძალადობრივი აქცია, რაც უმძიმესია და არავის არ უნდა ეპატიოს კანონს მიღმა გადადგმული ნაბიჯი,"- აცხადებს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებდნენ, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - სამართალდამცველები. აქციაზე დააკავეს 2 ადამიანი.

დაზიანებულია საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია, ჩამსხვრეულია მინები. პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს, შენობაში არ უშვებენ მედიას. პარლამენტის შენობა დაატოვებინეს თანამშრომლების ნაწილსაც. გადაიდო პლენარული სხდომა, რომელიც 12 საათისთვის იყო დაგეგმილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები