16 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
მშვიდობიანი პროტესტანტები კოხტად და ლამაზად იქცეოდნენ - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 1-ლი მაისის აქციაზე დემონსტრანტებისგან ელოდებოდნენ, რომ ისინი პარლამენტში შეიჭრებოდნენ, თუმცა, აქციის მონაწილეებს ეს არ გაუკეთებიათ.

ვაშაძე ამბობს, რომ პროტესტანტებმა სიმბოლური ბარიკადა ააგეს იმის საჩვენებლად, რომ პარლამენტი მათ უნდა ემსახურებოდეს.

"მშვიდობიანი პროტესტანტები ისე კოხტად და ლამაზად იქცეოდნენ და, სხვათა შორის, პარლამენტის შესასვლელთან. არავინ შიგნით არ შეჭრილა. ამას ელოდებოდნენ, როგორც ჩანს. მათ ისე ლამაზად, კოხტად ააწყვეს სიმბოლური ბარიერი, რომელმაც აჩვენა, რომ ხალხი ითხოვს, რომ პარლამენტი ემსახურებოდეს მათ და არა ივანიშვილს,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებდნენ, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - სამართალდამცველები. აქციაზე დააკავეს 2 ადამიანი.

დაზიანებულია საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია, ჩამსხვრეულია მინები. პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს, შენობაში არ უშვებენ მედიას. პარლამენტის შენობა დაატოვებინეს თანამშრომლების ნაწილსაც. გადაიდო პლენარული სხდომა, რომელიც 12 საათისთვის იყო დაგეგმილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები