17 მაისი 2024,   19:11
ვრცლად
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმში #11 ავტობუსი მგზავრებს სასაფლაოებამდე უფასოდ მოემსახურება

ბათუმის მერიის ცნობით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს სასაფლაოებამდე უფასოდ მოემსახურება.

"აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება სავაჭრო ცენტრ "ბათუმიდან" ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანის, ლერმონტოვის, გიორგი ბრწყინვალეს, მელიქიშვილის, რუსთაველის, დემეტრე თავდადებულის, ბარათაშვილის, წერეთლის, ჯორჯიაშვილის, პუშკინის, სოხუმის, შავშეთისა და მესხის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე," - წერია ბათუმის მერიის განცხადებაში.

დღის ამბები