27 აპრილი 2024,   04:16
ვრცლად
მოლაპარაკების კარი ღიაა, თუმცა რჩება წითელი ხაზები - უმრავლესობა ოპოზიციას კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს

კონსტრუქციული შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს "ქართული ოცნებაც" და ოპონენტების ბოიკოტს დაუსაბუთებელ და აბსურდულს უწოდებს.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მხარეებს შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა არსებობს წითელი ხაზები. 

"ჩვენ სულ ვაცხადებდით ამას და კვლავ შეგვიძლია იგივე განვაცხადოთ, რომ მოლაპარაკების კარი არის მუდამ ღია კონსტრუქციული საუბრისთვის კონსტრუქციული მიზნებიდან და შედეგებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა არსებობს წითელი ხაზებიც, სადაც არც ერთ შემთხვევაში არ გადაიკვეთება, მით უმეტეს დღევანდელი მოცემულობით, როცა არც ერთი კითხვის ნიშანი არც ერთი მხრიდან რა თქმა უნდა თეორიულ დონეზეც კი არ დარჩა იმის, რომ რაიმე შესაძლებლობა და რესურსი არსებობდეს კიდევ ბოიკოტის გაგრძელების," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

ელჩების შუამავლობით ქართველი პოლიტიკოსების ბოლო შეხვედრა დეკემბრის დასაწყისში გაიმართა.

დღის ამბები