27 აპრილი 2024,   06:55
ვრცლად
"დელეგაციის მხარდაჭერა ძალიან მაღალია ასამბლეის მხრიდან" - კახა კუჭავა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით ირაკლი კობახიძე აირჩია. ვიცე- პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა კობახიძემ ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დაემსთან გამართა. საუბარი საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობაზე იყო.

განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები. 

"ვიცე-პრეზიდენტის პოზიციიდან ის ძალიან მნიშვნელოვანი და ძირითადი მიმართულებები, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტთან, მის ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერასთან, სხვადასხვა მნიშვნელოვანი რეფორმის საკითხების გაჟღერებასთან საერთაშორისო დონეზე არის დაკავშირებული და აგრეთვე, მნიშვნელოვანია იმ საერთო მონახაზის კონტექსტშიც, რომელიც ჩვენ მომავალი 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი და მიმდინარე საქმიანობის საფუძველზე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველომ სრულფასოვანი განაცხადი გააკეთოს 2024 წელს,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ.

"დელეგაციის მხარდაჭერა ძალიან მაღალია ასამბლეის მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის კიდევ შესაძლებლობა, უკვე ბიუროს სახელით თუ ნებისმიერი სხვა ფორმატის გამოყენებით, ძალიან მაღალ დონეზე დავაყენოთ ყველა ის აქტუალური საკითხი, რომელიც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, გავაჟღეროთ და მოვიპოვოთ მხარდაჭერა,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები