დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგებას, სადაც მან განაცხადა, რომ ბავშვების გარკვეული კატეგორია უმჯობესია მცირე ასაკში მოკვდეს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) განცხადებით ეხმაურება, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მიტროპოლიტის განცხადებით, დეკანოზის ქადაგება შეუფერებელია სახარებისეულ სწავლებასთან და შესაბამისი პაუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით ეპარქია იმსჯელებს:
"მინდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.
ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას,"- ნათქვამია მიტროპოლიტ დანიელის განცხადებაში.