19 ოქტომბერი 2026,   20:17
ვრცლად
აცრა იქნება აბსოლუტურად უფასოდ ხელმისაწვდომი ყველასთვის - მიხეილ სარჯველაძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე

21 ოქტომბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა, ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამ კომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

"ყველას, ვისაც აცრის სურვილი ექნება, რომლის წყალობითაც შესაძლებელია სეზონური გრიპისგან დაცვა, ექნება შესაძლებლობა, რომ მიმართოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას და მოითხოვოს ასეთი აცრის ჩატარება. ეს აცრა იქნება აბსოლუტურად უფასოდ ხელმისაწვდომი ყველასთვის და ეს იქნება ფრანგული წარმოების თანამედროვე, ე.წ. სამკომპონენტიანი ვაქცინა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები