19 ოქტომბერი 2026,   22:35
ვრცლად
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს - კრისტიან უიგანდი საქართველოზე

ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და ქართულ მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროკომისიის პრეს სპიკერის განცხადებას.

კრისტიან უიგანდმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელებს და მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს.

"ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს. აღნიშნული პროცესი, საკანონმდებლო ცვლილებებსა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მანამდე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციის შესახებ შეშფოთებას იწვევს და საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს და მომავალშიც გააგრძელებს მის მონიტორინგს", - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა.

"ქართულ ოცნებაში" ბრიუსელის ორმაგ სტანდარტსა და ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის მცდელობაზე საუბრობენ.

 

დღის ამბები