02 მაისი 2024,   12:03
ვრცლად
ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ "არავის სურს, იცხოვროს ქვეყანაში, სადაც მეფობს უკანონობა და კორუფციაა".

ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები რუსეთის ქალაქებში 31 კვირას არის დაგეგმილი.

გუშინ მოსკოვის საოლქო სასამართლომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა. ოპოზიციონერი 17 იანვარს გერმანიიდან დაბრუნების დროს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს.

დღის ამბები