05 მაისი 2024,   02:05
ვრცლად
პარიზში ახალი კანონპროექტის საწინააღმდეგოდ გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა

პარიზში უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტის საწინააღმდეგოდ გამართულ მორიგ დემონსტრაციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა.

იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთის პარლამენტი ახალ კანონპროექტს მიიღებს, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს თვალთვალის კუთხით, უფრო მეტი უფლებები ექნებათ, ტელევიზიითა და სოციალური ქსელებით კი სამართალდამცავთა ფოტოების გამოქვეყნება შეიზღუდება.

პანდემიის გამო დაწესებულმა რეგულაციებმა ხელი შეუშალა საზოგადოების დიდ ნაწილს, კანონპროექტის მიღება ქუჩებში გაეპროტესტებინა.

დღის ამბები