05 მაისი 2024,   11:00
ვრცლად
პროტესტი რუსეთში და 4000-ზე მეტი დაკავებული - კრემლი მიმდინარე აქციებს აშშ-ის პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს

რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებია. მოთხოვნა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის და მისი მხარდამჭერების გათავისუფლებაა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა 4 000-ს აღწევს.

დემონსტრანტებს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ, გამოიყენეს რეზინის ხელკეტები და ელექტროშოკერები. ალექსეი ნავალნის ძმის დაკავების შემდეგ მოსკოვში, ამჯერად, ნავალნის ცოლი დააპატიმრეს.

რუსეთში მიმდინარე აქციებს კრემლში აშშ-ის პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევენ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო დარწმუნებულია, რომ ასზე მეტ ქალაქში მიმდინარე საპროტესტო ტალღა რუსეთის პოლიტიკის შეკავების მცდელობაა.

სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა მოსკოვში. დახურულია მეტროს 7 სადგური. შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი.

დღის ამბები