19 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
"მწვანე ალტერნატივა" ნამახვანი ჰესის მშენებლობის შეჩერებას და დოკუმენტაციის გასაჯაროებას ითხოვს

ნამახვანი ჰესების კასკადთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისაუბრეს. მათ მთავრობასთან რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ დაუშვას სამშენებლო სამუშაოების წარმოება, ვიდრე არ იქნება შესწავლილი არსებული საფრთხეები.

"მოხდეს კანონის დაცვით გამოქვეყნება ყველა იმ დამატებითი დოკუმენტის, რომელიც კომპანია "ენკამ" წარუდგინა სამინისტროს. დაინიშნოს საჯარო განხილვები და მონაწილეობის უზრუნველყოფით ამ დოკუმენტების განხილვა და მანამდე შეწყდეს არა თუ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, არამედ მოსამზადებელი სამუშაოებიც კი და სამინისტრო დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოს,"- აცხადებს "მწვანე ალტერნატივას" IFI-ს მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორი დავით ჭიპაშვილი.

დღის ამბები