19 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
კვირას, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადავა ავტობუსის ზოლში, დაჯარიმდება - თბილისის ვიცე მერი

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, საღამოს 9 საათამდე (კომენდანტის საათის დაწყებამდე) იმუშავებს.

მისივე თქმით, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც კვირა დღეს გადავა ავტობუსის ზოლში, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. 

"სამუშაო განრიგი იქნება კომენდანტის საათის დაწყებამდე, ანუ საღამოს 9 საათამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერდება შაბათ-კვირას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. კონტროლი მოხდება ისევ ისე, როგორც აქამდე ხდებოდა, პირბადის გარეშე ადამიანი არ დაიშვება ტრანსპორტში, მეტროს შესასვლელები გაკონტროლდება, ხოლო ავტობუსის შემთხვევაში, არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა.

კვირას, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადავა ავტობუსის ზოლში, დაჯარიმდება ადმინისტრაციული სახდელით ისევ ისე, როგორც ეს ხდებოდა აქამდე,"-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

დღის ამბები