19 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
პანდემიამ ზამთრის კურორტებზე, ტურიზმის გარდა, პრობლემები სპორტსმენებსაც შეუქმნა

კოვიდპანდემიის გამო ზამთრის კურორტები ისევ დაკეტილია. ვირუსმა მოთხილამურეებს ყოველდღიური გეგმები შეუცვალა. სპორტსმენებს ვარჯიში რთულ პირობებში უწევთ. 

ლუკა ჩოფიკაშვილი საქართველოს ფრისტაილის ნაკრების წევრია, რომელიც უკვე მეორე სეზონია, ვერ ახერხებს 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას.

პანდემიის გამო არ მუშაობენ სპორტსკოლებიც. მწვრთნელები ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ, რადგან ვარჯიშისთვის საბაგიროს მუშაობა აუცილებელია.

მიუხედავად სეზონის ჩავარდნისა, გუდაურში დამსვენენლები მაინც არიან, მათთვის მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები გაუგებარია. მოთხილამურეები ამბობენ, რომ სრიალისას სრულად ეკიპირებულები არიან და ერთმანეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

დამსვენებლების მოსაზრებები იციან ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა მინისტრი ამბობს, რომ პანდემიის გავრცელების რისკი დიდია. ნათია თურნავა განმარტავს, რომ საერთაშორისო გამოცდილებაც აჩვენებს, სამთო-სათხილამურო კურორტები ზამთარში დაინფიცირების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

სრულად ჩავარდება თუ არა 2021 წლის სეზონი საქართველოს ზამთრის კურორტებზე, ან - როდის მოიხსნება შეზღუდვები, ჯერჯერობით, უცნობია.

დღის ამბები