27 აპრილი 2024,   06:05
ვრცლად
მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ პირველად მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა​

სამხედრო გადატრიალების შემდეგ, პირველად მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა მიანმარში. მოსახლეობის ნაწილი გადატრიალებას გმობს და პატიმრობაში მყოფი ლიდერების გათავისუფლებას ითხოვს. მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს, ქვეყანაში ინტერნეტის მიწოდება შეიზღუდა.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამხედროებმა პარტია "ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის" ხელმძღვანელი და სხვა პოლიტიკოსები დააკავეს, ქვეყანაში კი ერთ წლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

დღის ამბები