19 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნით, ძირითადად, პენსიონერები სარგებლობენ

ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნიდან მეორე დღეს ოკუპირებული გალიდან, ძირითადად, მხოლოდ პენსიონერები გადმოდიან.

ისინი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ პენსიას იღებენ და უკან ბრუნდებიან.

რაც შეეხება სხვა კატეგორიის მოქალაქეებს, ჯერჯერობით, ისინი აქტიურად არ გადაადგილდებიან.

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მსურველებს, ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

დღის ამბები