19 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
პანდემიასთან მებრძოლი სტუდენტები - კოვიდპაციენტების დასახმარებლად გადასამზადებელი კურსები ათასზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა

პანდემიამ სამედიცინო სექტორის სტუდენტების ცხოვრებაც შეცვალა - უკვე 4 თვეა რაც ახალგაზრდები კოვიდპაციენტებთან მუშაობენ. მეოთხე კურსის სტუდენტმა პანდემიასთან ბრძოლაში ჩართვის სურვილი თავად გამოთქვა. სწრაფი გადასამზადებელი კურსი ასობით მაღალკურსელმა საკუთარი სპეციალობის მიხედვით გაიარა და მოხალისეთა სტატუსი მიიღო. 

მაღალკურსელები ექიმების თანაშემწეებად კოვიდკლინიკებში, საკარანტინო ზონებსა და ქოლცენტრებში მუშაობენ. 

რთული ეპიდემიური ვითარების გამო, მოხალისეთა კორპუსის მომზადების აუცილებლობა 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან ერთად დადგა. მასში ჩართვის მსურველები მთელი საქართველოს მასშტაბით მოიძებნა.

ახალი მოხალისეთა "რეზერვის" შექმნის საჭიროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს, თუმცა აუცილებლობის შემთვევაში მოხალისეობისათვის სხვა ახალგაზრდებიც მზად არიან.

დღის ამბები