საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ქვეყნის ნომერ პირველ გუნდს უახლოესი 2 წლის განმავლობაში ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს, სანიოლი საქართველოში 21 თებერვალს ჩამოვა.
კონტრაქტის ფინანსური დეტალები არ საჯაროვდება. ფრანგი სპეციალისტი ფეხბურთელის რანგში სხვადასხვა დროს "სენტ ეტიენის", "მონაკოს" და მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას იცავდა.
საკლუბო დონეზე მას გერმანიის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და უეფას ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. მწვრთნელის რანგში სანიოლი სხვადასხვა დროს საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებს, საფეხბურთო კლუბ ბორდოს და მიუნჰენის ბაიერნს ხელმძღვანელობდა.