27 აპრილი 2024,   08:11
ვრცლად
დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და მიგვაახლოეს 100 წლის წინანდელ ისტორიას - პაატა მანჯგალაძე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, მხოლოდ პარტიების და ოპოზიციური ლიდერების საქმე არ არის. 

"არ არსებობს ერთი სიტყვა, რომ აღვწერო ის სიშლეგე, ის ძალადობა, რომელიც დღეს განახორციელეს. დაარღვიეს ყველაფერი, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია და მიგვაახლოეს 100 წლის წინანდელ ისტორიას, როდესაც ბოლშევიკები პოლიტიკურ პარტიებზე იღებდნენ გადაწყვეტილებას და მერე ხდებოდა ადამიანების დაკავება. სწორედ ამ პროცესთან გვაქვს ახლა საქმე, როდესაც წინასწარ დამნაშავედ და კრიმინალად გამოაცხადეს ნიკა მელია, როცა სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენი არის იმ აბსურდულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელსაც მას ედავებიან.

ასეთ მძიმე რეალობაში ვართ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის მხოლოდ პარტიების და ოპოზიციური ლიდერების საქმე რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ეს არის საქართველოს მოქალაქეების არჩევანის საკითხი, ჩვენი მომავლის, ჩვენი განვითარების არჩევანის საკითხი," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

 

 

დღის ამბები