27 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
მზად ვართ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ოპოზიციას შეუძლია უხელმძღვანელოს საგამოძიებო კომისიას - გია ვოლსკი

უმრავლესობაში მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. მათი განმარტებით, დიალოგის მაგიდა არასდროს დაუტოვებიათ. ხელისუფლების განცხადებით, მთავარია ოპონენტებმა კანონის შესაბამისად იმოქმედონ და საქმიანობა საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელონ.

"მზად ვართ მოლაპარაკებისთვის კიდევ ერთხელ, მზად ვართ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ოპოზიციას შეუძლია უხელმძღვანელოს საგამოძიებო კომისიას. მოლაპარაკება ულტიმატუმებით არ ხდება, ულტიმატუმს ვისმენთ ჩვენი ოპონენტებისგან,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკი.

განცხადება გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.

"ჩვენ მოლაპარაკებების არსი მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეული პროცენტი უნდა დავთმო, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გვიდევს მოლაპარაკებების მაგიდასთან საარჩევნო კოდექსში სერიოზული ცვლილებები, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საოლქო კომისიის დონეზე დაკომპლექტების პრინციპი და ბევრი სხვა ცვლილებები,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები