27 აპრილი 2024,   02:17
ვრცლად
საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს ვერც ერთი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი ვერ შეუქმნის საფრთხეს - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველ პარტიას საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს მეგობრები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ, რაც შეეხება სანქციების დაწესების შესაძლებლობას, პარლამენტის სპიკერი ამას გამორიცხავს.

"საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია. ყველა საკითხზე, რომელიც მათ აინტერესებთ, ობიექტური ინფორმაცია იქნება მიწოდებული. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს ვერცერთი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი ვერ შეუქმნის საფრთხეს. სანქციები არ არის ინიცირებული, ამაზე ჩვენთან არ ყოფილა არავითარი კომუნიკაცია პარტნიორების მხრიდან. 

მერწმუნეთ, რომ დასავლური საზოგადოება, აშშ არ არის ის სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ რომელიმე ოპოზიციური პარტიის წერილებს ეყრდნობა,"- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები