27 აპრილი 2024,   09:19
ვრცლად
პოლიტიკური კრიზისი სომხეთში - პრეზიდენტმა პრემიერის გადაწყვეტილებას გენშტაბის უფროსის გათავისუფლების შესახებ, ხელი არ მოაწერა

სომხეთში მესამე დღეა ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. ერევნის ქუჩებში გამოსული ათასობით მომიტინგე ამ წუთებშიც პრემიერ მინისტრის გადადგომას მოითხოვს.

პროტესტის პარალელურად სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებას შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის გათავისუფლების შესახებ, ხელი არ მოაწერა და განკარგულების პროექტი დააბრუნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ რომ არმენ სარქისიანმა გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო და ის ამ გზით ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს.

სომხეთში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ნიკოლ ფაშინიანი არ დაეთანხმა მაღალი რანგის ოფიცრების მოთხოვნას გადადგომასთან დაკავშირებით და სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა.

გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მის მიერ გენშტაბის უფროსის მოადგილე ტირან ხაჩატრიანი თანამდებობიდან გათავისუფლების გამო მოითხოვა. თანამდებობიდან გათავისუფლებამდე ხიჩატრიანმა ნიკოლ ფაშინიანი რუსული სარაკეტო კომპლექსის "ისკანდერის" არაეფექტურობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.

გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის მიერ ხაჩატრიანის გათავისუფლებას უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი უწოდა, მათი შეფასებით ფაშინიანსა და მის მთავრობას აღარ შეუძლიათ ქვეყნის ინტერესების შესაბამისი ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება და უნდა გადადგეს. გენშტაბს მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციამაც.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები