05 მაისი 2024,   05:46
ვრცლად
მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, სომხეთის მოქალაქეებს, დიასპორას, არცახის მოქალაქეებს ჩემი შეცდომებისთვის - სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოპოზიციას ვადამდელ არჩევნებს სთავაზობს - განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ საღამოს ერევანში გამართულ აქციაზე გააკეთა.

ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზნით სომხეთის პრემიერი საპარლამენტო ფრაქციებს მემორანდუმზე ხელმოწერას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც ფაშინიანის გადადგომის შემთხვევაში ისინი პრემიერ-მინისტრად სხვას არ აირჩევენ. სომხეთის ლიდერი კონსტიტუციასთან დაკავშირებით ოქტომბერში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივითაც გამოვიდა.

"მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, სომხეთის მოქალაქეებს, დიასპორას, არცახის მოქალაქეებს ჩემი შეცდომებისთვის. მე ბევრს ვფიქრობდი თუ სად დავუშვი შეცდომა . ასეთი შემთხვევების ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმის კითხვა, თუ რატომ შეცდა სამთავრობო გუნდი. ბედის ირონიით, ჩვენი შეცდომების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ჩვენი, როგორც მთავრობის, პოპულარობა.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ საყოველთაო რეფერენდუმის მეშვეობით მივიღოთ ახალი, ან რეფორმირებული კონსტიტუცია. ვუშვებ, რომ ქვეყანა გადავიდეს საპარლამენტოდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე . მზად ვარ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის , თუკი პოლიტიკური ძალები დათანხმდებიან ამ საკითხზე კონსულტაციებს. კენჭისყრა აჩვენებს, რას მოითხოვენ სომხეთის მცხოვრებლები.მინდა, რომ ხალხმა მიიღოს ეს შესაძლებლობა. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ," - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

"სამშობლოს გადასარჩენად" მოძრაობის წევრი იშხან საგატელიანი ამბობს, რომ პრემიერის ბოდიში დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დააბრუნებს და ის აუცილებლად უნდა წავიდეს.

"ამ შეშლილმა ბოდიში მოგვიხადა, მაგრამ ნიკოლ ბოდიში საკმარისი არაა, ეს ზედმეტად ცოტაა. შენ ვერ დააბრუნებ დაკარგულ ტერიტორიებს და ვერც დაღუპული ბიჭების სიცოცხლეს, შენ უნდა წახვიდე და მორჩა," - აცხადებს აქტივისტი.

დღის ამბები