საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბის ევროპის 2021 წლის გათამაშების პირველი შეხვედრისთვის ემზადება. ბორჯღალოსნები ლისაბონში, პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის გადაწყვეტილებით ეროვნულ გუნდში სამი დებიუტანტია.
რაგბი ევროპის წლევანდელი გათამაშება ამავდროულად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია შესაბამისად, თითოეული მატჩის შედეგს ორმაგი დატვირთვა აქვს.
პორტუგალია-საქართველოს სარაგბო დაპირისპირება 6 მარტს თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.