აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა.
ამის შესახებ მან ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის სახლში ჩემოდნებში მილიონობით დოლარი იპოვეს და ეს ყველაფერი ისე მიჩქმალეს, თითქოს არაფერი მომხდარა,"- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.