06 მაისი 2024,   19:07
ვრცლად
გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს - დაზარალებულს ჭრილობა კისრის არეში აღენიშნება

გორში მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულია ტაქსის მძღოლი, რომელსაც ჭრილობა კისრის არეში აღენიშნება. ის საავადმყოფოში თავად მივიდა.

პოლიციამ უკვე გამოკითხა დაშავებული მამაკაცი. დამნაშავემ მიმალვა შეძლო. ის ჯერ არ დაუკავებიათ.

"თვითდინებით შემოსულია 56 წლის მამაკაცი. მამაკაცს აღენიშნებოდა ნაკვეთი სისხლმდენი გამჭოლი ჭრილობა კისრის მიდამოში, საოპერაციო ბლოკში მოხდა დამუშავება, იმყოფება პოსტოპერაციულად პალატაში, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა," - აცხადებს "სამედიცინო ცენტრ ”გორმედის” ქირურგი დავით გასიტაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები