06 მაისი 2024,   17:33
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და მარნეულში - ნარკოდანაშაულისთვის 11 პირია დაკავებული

მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და მარნეულში - ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 11 პირი, შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით,აკრძალული ნივთიერების რეალიზაციას ახდენდნენ.

გამოძიების ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" საკონტროლო შესყიდვა.

პოლიციამ 45 შეკვრად დაფასოებული "ჰეროინი" და ფული ამოიღო. დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერიც გაავრცელა, რომელიც საქმეში დევს.

დღის ამბები