19 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია - ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნა

30 დღიანი დაკვირვების შემდეგ, ევროპის წამლის სააგენტომ "ასრტრაზენეკას" კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით, საბოლოო დასკვნა დადო.

დოკუმენტის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე კი წამლის სააგენტოს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მათი დაკვირვებით, ურთიერთკავშირი ვაქცინის მიღებასა და თრომბის განვითარებას შორის არ ფიქსირდება.

წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მედიკოსებს პირდაპირ ევალებათ, ვაქცინის მიღებამდე აუცილებელად შეამოწმონ პაციენტის ალერგიული ფონი, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი გართულებები.

აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების წარმომადგენელმა ჰანს კლუგემ დღეს კიდევ ერთხელ გამოხატა ჯანმოს პოზიცია, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს, ამიტომ "ასრტაზენეკას" პრეპარატით ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს.

"ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება ნებისმიერ თანმხლებ რისკს. ევროპის ქვეყნებმა, ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად, მისი გამოყენება უნდა განაგრძონ. ამ ეტაპზე, არ არის ჩვენთვის ცნობილი, ეს სიტუაცია ვაქცინით არის გამოწვეული თუ უბრალოდ, სხვადასხვა ფაქტორის დამთხვევაა," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის დირექტორი ჰანს კლუგე.

ბრიტანული ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერება მას შემდეგ გადაწყდა, რაც აცრის შედეგად, ტრომბის გავითარების 30-მდე შმთხვევა დაფიქსირდა.

ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა ევროკავშირის 13-მა ქვეყანამ. "ასტრაზენეკას" საშუალებით, მთელ მსოფლიოში უკვე 17 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

დღის ამბები