19 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
თბილისში ქალის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა

თბილისში ჯავახიშვილის ქუჩაზე მეზობლებმა 85 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. 

მეზობლების თქმით, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს. საუბარია ოჯახურ კონფლიქტზე. 

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

 

 

დღის ამბები