19 დეკემბერი 2024,   09:14
ვრცლად
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოტენციალის პოპულარიზაციას და ამ სექტორში კიდევ უფრო მეტი პლანტაციის გაშენებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში  მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, სიღნაღის რაიონში გაშენებული ზეთისხილის პლანტაცია და ზეითუნის ზეთის თანამედროვე საწარმო დაათვალიერა. 

"მიუხედავად იმისა, რომ კახეთისთვის ტრადიციული სექტორი არის მევენახეობა და ღვინის წარმოება, ეს პროექტი - ზეთისხილის პლანტაციები გახლავთ პირველი პროექტი საქართველოში, რომლითაც ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის წარმოების სექტორი ვითარდება, ორიენტირებულია ექსპორტზე, მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ზეთისხილის პლანტაცია და ზეითუნის ზეთის თანამედროვე საწარმო, სადაც 350-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, სახელმწიფოს თანადაფინანსებითა და კერძო ინვესტიციით გაშენდა.

დღის ამბები