24 აპრილი 2024,   14:49
ვრცლად
საუდის არაბეთი 10 მილიონ ხეს დარგავს - ნავთობის უდიდესი მწარმოებელი ქვეყნის "მწვანე ინიციატივა"

საუდის არაბეთის სამეფომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული "მწვანე ინიციატივა" წარმოადგინა, რომელიც სამეფოს მასშტაბით, 10 მილიონი ხის დარგვასაც ითვალისწინებს.

"მწვანე ინიციატივა" მიზნად ისახავს ქვეყნის მავნე გამონაბოლქვის შემცირებას 2030 წლისათვის ენერგიის ნახევრის განახლებადი წყაროებისგან მიღებით.

ამ სვლას მხარი დაუჭირა საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველმა, პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა

"როგორც ნავთობის წამყვანი მწარმოებლები, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის დასაჩქარებლად და ისევე, როგორც ნავთობისა და გაზის ერაში ვიყავით ენერგეტიკული ბაზრების პიონერები, ახლაც ვიმოქმედებთ, რომ წამყვანი როლი გვქონდეს მწვანე ერაში"-აცხადებს პრინცი. 

ინიციატივა საუდის არაბეთის გეგმის - "Vision 2030"-ის ნაწილია, რომლის მიზანი ქვეყნის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებაა.

დღის ამბები