27 აპრილი 2024,   02:08
ვრცლად
იტალიის პრემიერმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დიქტატორად მოიხსენია - იტალიის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაშია დაბარებული

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს. მიზეზი იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მიერ თურქეთის პრეზიდენტის დიქტატორად მოხსენიება გახდა.

იტალიის პრემიერმა ასევე შეუფერებელი უწოდა ერდოღანის საქციელს ურსულა ფონ დერ ლაიენთან მიმართებით, რა დროსაც ანკარაში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრის პირისპირ დასვეს, რომელიც რანგით მასზე დაბლა იმყოფება.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი განცხადებები პროტოკოლის უცოდინრობით არის განპირობებული და თურქეთის სტუმართმოყვარეობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს.​

დღის ამბები