27 აპრილი 2024,   01:54
ვრცლად
Tik Tok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე გამოძიება დაიწყო - შემთხვევა რუსეთში მოხდა

რუსეთში, საგამოძიებო კომიტეტმა 12 წლის მოსწავლის გარდაცვალების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მოსწავლე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგესთან საუბრის შემდეგ გარდაიცვალა.

შემთხვევა ალტაის მხარეში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო ნაწილის გამგემ მეხუთე კლასელი გოგონა დედასთან ერთად სკოლაში Tik Tok-ში გამოქვეყნებული ვიდეოს გამო დაიბარა.

ადგილობრივების განცხადებით, მათ შორის საკმაოდ ხმამაღალი საუბარი გაიმართა, რის შემდეგაც 12 წლის გოგონა დედასთან ერთად კაბინეტიდან აცრემლებული გამოვიდა.

სახლში მისვლისთანავე გოგონამ თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შესახებაც მან მეგობრებს WhatsApp-ში მისწერა.

არასრულწლოვნის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან თავი აბებით მოიწამლა.

სკოლის მოსწავლეების ნაწილი აცხადებს, რომ სასწავლო ნაწილის გამგე, რომელიც დირექტორის მოვალეობებს ასრულებს, მოსწავლეებს მუდამ უყვიროდა.

დღის ამბები