21 მაისი 2024,   20:36
ვრცლად
ქართველი ძალოსნის გამარჯვება მოსკოვში - ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ გახდა

რუსეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა მძიმეწონოსანმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული ზედიზედ მეხუთედ გახდა. საჩხერელმა გოლიათმა ატაცში 211, 217 და 222 კილოგრამიანი შტანგა ასწია, ბოლო მისვლაზე მან მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. აკვრაში კი ტალახაძემ 245, 253 და 263 კილოგრამი დაიმორჩილა და ამ მოძრაობაშიც ყველას აჯობა. საერთო ჯამში ქართველმა ათლეტმა 485 კილოგრამი დააგროვა და მსოფლიოს კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

მოსკოვის ფიცარნაგზე, მძიმე წონით კატეგორიაში საკუთარი ძალები საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ირაკლი თურმანიძემაც მოსინჯა, თუმცა ატაცში 191 კგ-ზე სამივე ცდა გააფუჭა და აკვრაში საასპარეზოდ აღარც გასულა. საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა საერთო ჯამში 7 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მოსკოვში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

დღის ამბები