27 აპრილი 2024,   05:07
ვრცლად
თუ გახარიას მიზანი " ოცნების" ამომრჩევლის გადაბირებაა, ყოფილი პრემიერის პოლიტიკური მოსავალი მიზერული იქნება - ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველი პარტიიდან გიორგი გახარიას გუნდის წასვლაზე საუბრობენ თბილისშიც. ირაკლი კობახიძის მსგავსად ყოფილი თანაგუნდელების ნაბიჯს არასწორად მიიჩნევენ "ქართულ ოცნებაში".

ოპოზიცია კი გახარიას ახალ პარტიას ბიძინა ივანიშვილის პროექტად თვლის.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია და ვინ შეუერთდება ყოფილი პრემიერის გუნდს.

პარლამენტის წევრი შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია, მათ შორის დეპუტატიც და მოქალაქეც. 

"მელიას იმუნიტეტი რომ შეუჩერდა, ეს არავის გაუპროტესტებია, არც მოქალაქეებს და არც საერთაშორისო თანამეგობრობას. იმ დღეს როდესაც მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება, გახარიას პოზიცია იყო, რომ მელიას აყვანა იმ ღამეს არ უნდა მომხდარიყო. შესარჩევი იყო ფორმა და დრო, გიორგი გახარია ზუსტად ამას ფიქრობდა, რომ ამას მოჰყვებოდა ის შედეგები, რა შედეგებიც მოჰყვა,"-აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გიორგი გახარია მმართველი გუნდისგან დისტანცირებას ვერ შეძლებს. 

ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ თუ გახარია შეუქმნის კოალიციას, ის ივანიშვილის პროექტია. გიგი უგულავა აცხადებს, რომ სწორედ ეს არის წყალგამყოფი ხაზი. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ გიორგი გახარია მათი კონკურენტი არ არის და თვლიან, რომ გახარიას რეიტინგს განაპირობებდა "ქართული ოცნება". 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ თუ გიორგი გახარიას მიზანი "ქართული ოცნების" ამომრჩევლის გადაბირებაა, ყოფილი პრემიერის პოლიტიკური მოსავალი ძალიან მიზერული იქნება. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება. 

დღის ამბები