27 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
Wizz Air-მა საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა.

გვიან ღამით, პანდემიის შემდეგ, ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული ფრენა განხორციელდა. განახლებულ აეროპორტში რეისს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ქუთაისის მერი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი და სხვა ადგილობრივი ხელმძღვანელობა დახვდა.

პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ქუთაისის აეროპორტის ტერმინალი ოთხჯერ უფრო გაფართოვდა, რაც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატულ ერთიან სივრცეს ქმნის - საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო.

მაისიდან Wizz Air რეისებს რიგისა და დორტმუნდის მიმართლებით ამატებს. ასევე, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ახალი, ყაზახური დაბალბიუჯეტინი ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს სამი მიმართულებით განახორციელებს.

ახალი სერვისები და სხვა სიახლეები ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება.

დღის ამბები