19 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
30 აპრილს ქვეყანაში 43 000 Astrazeneca-ს ვაქცინა შემოვა, რომელიც ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ წუთებში ქვეყანაში 100 000 "სინოფარმის" ვაქცინაა. 30 აპრილს კი, ვაქცინების მორიგი პარტია - 43 000 "ასტრაზენეკა" შემოვა ქვეყენაში.

ამის შესახებ მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"მასიური ვაქცინაცია ივლისის თვის შემდეგ იგეგმებოდა, თუმცა გუშინ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გახსნილიყო რეგისტრაციის ფანჯარა.

ამ წუთებში ქვეყანაში არის 100 000 "სინოფარმის" ვაქცინა, დამატებით კი, 250 000-ის მოწოდებას ველოდებით. ასევე, ველოდებით 90 000-მდე დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინას, მოლაპარაკებები გვაქვს "მოდერნასთან" და "ფაიზერთან", ორივე კი, უკვე  შეთანხმებული მოლაპარაკებაა. თუმცა ერთ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რაოდენობა, მეორე შემთხვევში კი, ზუსტდება რაოდენობა. მოლაპარაკებები სხვა ვაქცინების მწარმოელებთანაც გრძელდება. ასე რომ სრული ხელმისაწვდომობა იქნება და ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ შეიქმნება. 

ვაქცინების პირველი პარტია 43 000 "ასტრაზენეკა" შემოვა 30 აპრილს, შემდეგ ასევე 43 000 "ასტრაზენეკას" ველოდებით მაისის პირველ ნახევარში. ყველა ეს პარტია კი, ხელმისაწვდომი იქნება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები