27 აპრილი 2024,   05:48
ვრცლად
კანონპროექტი არის "ქართული ოცნების" ფანტაზიის ნაყოფი - ოპოზიცია უმრავლესობის მიერ მომზადებულ ამნისტიის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

"მმართველი გუნდის მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულების დაფარვის მცდელობა" - ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილი 20 ივნისის მოვლენებზე უმრავლესობის მიერ მომზადებულ ამნისტიის კანონპროექტს. ხელისუფლების ოპონენტების უმეტესობა მის მხარდაჭერაზე უარს ამბობს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი საერთოდ მიიჩნევენ, რომ კანონპროექტში ჩადებული პუნქტები უშუალოდ ნიკა მელიას წინააღმდეგ არის მიმართული, რათა არ მოხდეს მისი გათავისუფლება.

"ეს კანონპროექტი არის "ქართული ოცნების" ფანტაზიის ნაყოფი, რომლითაც ცდილობენ, რომ ნიკა მელიას შეუქმნან კიდევ ერთხელ დაბრკოლება და ეს არის შეთანხმების არსის დარღვევა," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნონა მამულაშვილმა.

დღის ამბები