08 დეკემბერი 2024,   06:26
ვრცლად
ახალციხეში 89 წლის ქალზე ოჯახის წევრებმა იძალადეს

ახალციხეში ოჯახური ძალადობის ფაქტი მოხდა. დაშავებულია 89 წლის ქალი. როგორც თავად დაზარალებული ყვება, მასზე რძალმა და ორმა შვილიშვილმა იძალადეს და ეს პირველი შემთხვევა არ არის.

ხანდაზმული ქალბატონი დროებით ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც პირველადი დახმარების შემდეგ გაწერეს. ექიმი ადასტურებს, რომ პაციენტს სახესა და სხეულზე დაზიანებები აქვს.

დაზარალებული დროებით ნათესავმა შეიფარა. ინციდენტის დროს რძალმა პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცველებმა კი დაშავებული ქალის შვილი დააკავეს.

საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლის I პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები