18 ნოემბერი 2026,   15:12
ვრცლად
"ლელოში" ფიქრობენ, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს რაღაც მასიური ამნეზია და არ ახსოვს ის თვალსაჩინო ფაქტები, ის ჩანაწერები გაქრა და გაუქმდა, რაც "ლელოს" წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა დღენიადაგ - დავით მათიკაშვილი

ითხოვდნენ თუ არა "ლელოს" წარმომადგენლები საქართველოდან უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას - ირაკლი კუპრაძე ამტკიცებს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება პარტიაში არასდროს გაუკეთებიათ და ბრალდებების პასუხად პარლამენტის თავმჯდომარისგან მტკიცებულებებს ითხოვს. არქივი "ლელოს" ლიდერების არაერთ განცხადებას ინახავს, სადაც ისინი უკრაინაში მოხალისეების არგაგზავნის გამო მთავრობას მწვავედ აკრიტიკებენ.

"ქართულ ოცნებაში" იხსენებენ ოპოზიციის აქციებსაც, რომელსაც ორი მოთხოვნა ჰქონდა - სანქციების დაწესება და უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ "ლელოს" წარმომადგენლები ცდილობენ, საზოგადოებას წარსული განცხადებები დაავიწყონ, თუმცა მათი მოწოდებები, მათ შორის უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნის შესახებ, საჯაროდ არის დაფიქსირებული.

"ლელოში" ფიქრობენ, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს რაღაც მასიური ამნეზია და არ ახსოვს ის თვალსაჩინო ფაქტები, ის ჩანაწერები გაქრა და გაუქმდა, რაც "ლელოს" წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა დღენიადაგ. საქართველოს პარლამენტი იყო ეს თუ წინასაარჩევნო მარათონი 2024 წლის არჩევნების წინ, ერთის მხრივ, როგორ ითხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაზე ხელის შეწყობას, ამას ასაბუთებდა ქალბატონი სამადაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის თხოვნის წიაღში. დღეს ბედავენ და ტყუილებით გაჯერებულ მესიჯებს ისვრიან "ლელოს" წარმომადგენლები.

გასაგებია ახლა მათი ეს გამოუვალი და უმძიმესი მდგომარეობა, იმიტომ, რომ ამ ლაბირინთებიდან, რომელიც თვითონვე შექმნეს საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებით, გამოსავალს მხოლოდ ტყუილში ნახულობენ", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები