27 აპრილი 2024,   05:21
ვრცლად
ნავალნის ანტიკორუფციული ორგანიზაცია ФБК მუშაობას საქართველოდან არ გააგრძელებს - ფონდის განცხადებით, ამის შესახებ დეზინფორმაცია გავრცელდა

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ანტიკორუფციული ორგანიზაცია ФБК მუშაობას საქართველოდან გააგრძელებს - ფეიკია - ამის შესახებ ფონდის დირექტორი ივან ჟდანოვი აცხადებს.

როგორც ანტიკორუფციული ფონდის დირექტორი ივან ჟდანოვი აცხადებს, ФБК-ს რამდენიმე თანამშრომელი საქართველოში დასასვენებლად იმყოფება.

"საქართველოში ნამდვილად იმყოფება ФБК-ს რამდენიმე თანამშრომელი დასასვენებლად, მაგრამ ჩვენ თანამშრომლების პირად ცხოვრებას არ ვაკონტროლებთ," - განაცხადა დოჟდევმა.

თანამშრომლების საქართველოში გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოცემა RBC-მ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა და აღნიშნა, რომ ФБК-ს რამდენიმე წარმომადგენელი საქართველოში უკვე გადავიდა, მათ შორის გეორგი ალბუროვი, რუსლან შავედინოვი და რამდენიმე ტექნიკური პერსონალი. 

დღის ამბები