27 აპრილი 2024,   08:59
ვრცლად
იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთთან დაპირისპირებისას დაშავებული პალესტინელების რიცხვი 200-მდე გაიზარდა

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან დაპირისპირების შედეგად დაშავებული პალესტინელების რიცხვი 200-მდე გაიზარდა.

პალესტინის ინფორმაციით,  პოლიციამ იერუსალიმში გზები გადაკეტა და მოქალაქეებს მეჩეთში შესვლის საშუალება არ მისცა. ისრაელის პოლიციამ რეზინის ტყვიები ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი, მაჰმუდ აბასი აღმოსავლეთ იერუსალიმში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას მოითხოვს.

დღის ამბები